31 ივლისს, Disney+-ზე ბიონსეს ახალი ვიზუალური ალბომის, Black is King პრემიერა შედგა. არტისტი პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და სცენარის ავტორისა და პროდიუსერის როლებიც თავად მოირგო. ალბომში ჯეი ზი, ფარელ უილიამსი, კენდრიკ ლამარი და სხვა ვარსკვლავებიც მონაწილოებენ. ვიზუალურ ალბომში შავკანიანთა ისტორიისა და აფრიკული ტრადიციების შესახებაა მოთხრობილი.
ბრწყინვალება, დახვეწილი მოძრაობები და თვალწარმტაცი ეფექტები – ვიზულაურ ალბომში ფერთა საოცარი გამა ჭარბობს. 38 წლის ბიონსემ სულ ცოტა ხნის წინ ალბომიდან სამი „ლუქი“ წარადგინა. ერთ-ერთ ფოტოში არტისტი მელნისფერ, შლეიფიან კაბაში პოზირებს, სახე კი დიდი ქუდით აქვს დაფარული. ფოტოები საკმაოდ შთამბეჭდავია.