LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Hyundai-ს წარმოუდგენელი ტუნინგი

174
Hyundai-ს წარმოუდგენელი ტუნინგი

Hyundai-ს დიზაინი ბოლო წლებში საოცრად სწრაფად იცვლებოდა – სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ, ბრენდის სტილი შეიძლება დაგვეხასიათებინა როგორც „როგორც გამოვიდა“, ხოლო დღეს ის ავანგარდის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

წარმოიდგინეთ: 2009 წელს ფრანკფურტის ავტო შოუზე Hyundai თავის სერიულ მოდელებს არასტანდარტულ, უფრო დიდი დიამეტრის დისკებზე აყენებდა, რაც იმ დროს ყურადღების მისაქცევად მიღებული პრაქტიკა იყო. დღეს მსგავსი რამ უკვე წარმოუდგენლად ითვლება – მანქანების ვიზუალური იერსახე იმდენად კარგადაა ჩამოყალიბებული, რომ მსგავს ტრიუკებს აღარ საჭიროებს. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ფოტოშოპ-ტუნერებს რომ რჩეულ ავტომობილებს გაუკეთონ ყველაფერი, რაც კი თავში მოუვათ. Hyundai-ს პლატფორმები იმდენად საინტერესო ბაზას წარმოადგენს, რომ ენთუზიასტი დიზაინერები რეგულარულად აწყობენ მისი მოდელების წარმოსახვით ვერსიებს, რომლებიც არც ერთ ქარხანაში არ იწარმოება, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში აშკარა ყურადღებას იქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები