LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იაპონიის მიტოვებულ სოფლებში უცხოელებს შესაძლებლობა აქვთ, სახლი უფასოდ მიიღონ

154
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-220107103247-16-japan-cheap-houses-renovations-010722

იაპონიის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, გამოაცოცხლოს ისეთი სოფლები, სადაც მიტოვებული სახლების რაოდენობა მუდმივად იზრდება. როგორც CNN წერს, ამ მიზნით, მიტოვებულ სოფლებში სახლის, ან მიწის ყიდვა და საინტერესო პროექტის გაკეთება ადგილობრივების გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. იაპონელებს იმედი აქვთ, რომ ტურისტული ზონის შექმნაში უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

CNN-ის ინფორმაციითვე, მსგავს სოფლებში ცარიელი სახლების უმეტესობა, ძალიან იაფად იყიდება და ზოგჯერ უფასოდაც კი შეიძლება მათი პოვნა. ცხადია, უძრავი ქონების აგენტების დახმარებით, იურიდიულად და სამართლებრივი გზით.

ცნობისთვის, იაპონურ სოფლებში მიტოვებული სახლების გაყიდვის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ინიციატივა გასული წლის ზაფხულში დააანონსა, რომლის მიხედვითაც, სახლებზე ფასი 500 აშშ დოლარს ან ნაკლებს შეადგენს.

წყარო: CNN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g