LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ქალაქ საპოროში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

117
იაპონია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითა და  სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red bridge“ ორგანიზებით, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu” წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია Red bridge-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ წარადგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და  თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.

შეგახსენებთ, იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“ და ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს კი ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმართა, რომელმაც 2 თვის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები