LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: iPhone-ის მწარმოებლის პირველი ელექტროქარები. კომპანიამ ერთდროულად სამი მოდელი წარადგინა

25
carnews1020

ტაივანურმა კომპანია Foxconn Technology Group-მა, რომელიც Apple-ის პარტნიორია, ერთდროულად სამი ელექტროქარი წარადგინა. კროსოვერი, სედანი და ავტობუსი, რომლებმაც „ტესლას“ მსგავსი სახელები მიიღეს – Model C, Model E და Model T. სამივე მოდელი ერთ უნივერსალურ პლატფორმაზე აიგო და სამომავლოდ ეს პლატფორმა კიდევ უფრო მეტი ელექტროქარის ბაზა გახდება. ყოველ შემთხვევაში კომპანია ასე გეგმავს.

2019 წელს Foxconn-მა განაცხადა, რომ თავისთვის სრულიად ახალ, საავტომობილო ბაზარზე აპირებდა გასვლას. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი პირველი კონცეპტი უკვე მზად იყო.

მწარმოებლის პარტნიორი Apple თავისი პირველი ავტომობილის გამოშვებას 2024 წლისთვის გეგმავს, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს ორი კომპანია ამ საკითხშიც დამეგობრდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები