მასზე საუბრობენ, მის ყოველდღიურ „ლუქს“ კი იმეორებენ – 35 წლის მოდელი, ირინა შეიკი მოდის ნამდვილ დედოფლად იქცა.
ვარსკვლავი ქუჩაში მუდამ საოცარი, კაშკაშა იმიჯით ჩნდება. ამჯერად ის ნიუ-ირკში იისფერი, GCDS-ის ფირმის პალტოთი დააფიქსირეს.
აღნიშნულ ჩაცმულობას მოდელმა თეთრი ბათინკები და ჯინსის შარვალი შეუხამა. „ლუქს“ კი მუქი იისფერი პირბადე ასრულებდა. მოდელი შეუდარებლად გამოიყურებოდა.