27 წლის მომღერალი, ჯასტინ ბიბერი და მისი 24 წლის მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი ძალიან ბევრს მოგზაურობენ. ისინი ჰავაის კუნძულებზე უკვე იმყოფებოდნენ, ასევე იმოგზაურეს იუტაშიც.
ფოტო: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი არდადეგებს ჰავაიზე ატარებენ
ამჯერად კი ისინი საბერძნეთში იმყოფებიან. ბიბერმა „ინსტაგრამის“ საშუალებით არაერთი ფერადი ფოტო გაავრცელა. ისინი ხან იახტაზე ატარებენ დროს, ხან ქალაქებს ათვალიერებენ, ხანაც ჩახუტებულები პოზირებენ.