LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯეი ლო და ალექს როდრიგესი შვილებმა შეარიგეს

642
40532854-0-image-a-14-1615891466719

გასულ კვირას შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის განშორების შესახებ. ამაზე დასავლური მედიები, Page Six და „დეილი მეილი“ წერდნენ. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა და კრიზისული პერიოდის გადალახვას ცდილობს.

ახლახანს ახალი დეტალები გახდა ცნობილი, როგორც ტაბლოიდები წერენ, ჯეი ლოსა და ალექსს ურთიერთობის მოგვარებისკენ მათმა შვილებმა უბიძგეს. როგორც იცით, ლოპესს 13 წლის ტყუპები ჰყავს, ალექსს კი 12 და 16 წლის ქალიშვილები. ისინი ერთად ცხოვრობენ.

ინტერნეტსივრცეში ლოპესის მიერ გამოქვეყნებული „სთორიც“ გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამხნევებს 13 წლის ემას მამა, მარკ ენტონი. ჯეი ლოს შვილები დედისა და როდრიგესს შორის პრობლემებს ძალიან განიცდიან და მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმარონ.

ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესს რეალითი შოუს ვარსკვლავთან ღალატობს? – წყვილი სკანდალში გაეხვია
ფოტო: ჯეი ლო და ლენი კრავიცი დომინიკის რესპუბლიკაში ერთმანმეთს საოცრად დაუახლოვნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები