51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესი მალე დაქორწინდებიან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ახლახანს წყვილი სკანდალში გაეხვია. დასავლური მედიის ცნობით, ალექს როდრიგესი ჯენიფერს რეალითი შოუს ვარსკვლავთან, მედისონ ლიკროისთან ღალატობს.
ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ მედისონის მეგობარმა ერთ-ერთ შოუში განაცხადა, რომ მედისონი ცნობილ ბეისბოლისტთან ხშირად კონტაქტობს, ცოტა ხნის წინ კი ის მაიამიში გადაფრინდა მის სანახავად.
რეალითი შოუს ერთ ეპიზოდში კი მედისონი შეყვარებულის ღალატში დაადანაშაულეს, აღნიშნული მოვლენები ერთმანეთს საეჭვოდ გადაება. საბოლოოდ მედისონმა ყველა ბრალდება უარჰყო, თუმცა ის კი დაადასტურა, რომ ყოფილ ბეისბოლისტთან, რომელიც ძალიან ცნობილია და არც მარტოხელა არ არის, მართლაც ჰქონდა მიმოწერა. მისი განცხადებით, ის მედისონს თავად დაუკავშირდა. თუმცა ცნობილი ბეისბოლისტის სახელი რეალითი შოუს ვარსკვლავს არ დაუსახელებია.