LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კახეთს განახლებული ცენტრალური პარკი შეემატება – სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

209
243736485-6418486018191919-1208386644464226494-n

გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სპორტული მოედნის მშენებლობა. გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია.

პარკში განახლდება მწვანე საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების ბოძები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, პარკი დაიყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნილების სივრცეებად და შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები სრულად განახლებულ, კეთილმოწყობილ პარკში შეძლებენ დასვენებას. გურჯაანის განახლებული პარკი დაიბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია.

გურჯაანის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია „ენ სი სი“ ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g