აშშ-სის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რაჭაში იმყოფება და საზოგადოებას საელჩოს ოფიციალური გვერდის მეშვეობით „ფეისბუქზე“, უზიარებს ფოტოებს, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში აქვს გადაღებული.
„ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
რაჭაში ოფიციალური ვიზიტის პირველი გაჩერება ნიკორწმინდის ტაძარია. ამ მშვენების ნახვას მოუთმენლად ველოდით. თუმცა, შთაბეჭდილებების აღწერა შეუძლებელია, როდესაც ეს უკვე გალაკტიონმა გააკეთა. ჩვენ, მხოლოდ, შეგვიძლია გითხრათ მადლობა თქვენი ქვეყნისა და კულტურის გაზიარებისთვის. დიდი მადლობა მამა დავით გეგეშიძეს, ამბროლაურის ვიცემერ დავით გოგლიძესა და ილია კენჭაძეს გულთბილი მასპინძლობისთვის“.