LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

140
391605200_872270407599987_2690753823309168442_n

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.

,,პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები ასევე გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები