ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა ზაფხულში დაიწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ბილიკის გაფართოება, კიბეების გაკეთება, მოაჯირებისა და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრას უსაფრთხოს გახდის.
ხიხანის ციხე მთიანი აჭარის ყველაზე კარგად შემონახული ციხე და სავიზიტო ბარათია.