კომპანია Kia-მ 2024 წლისთვის კროსოვერი Soul ცოტათი გამოაცოცხლა. აშშ-ს ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი მთლიანობაში დიდად არ შეცვლილა და ყველაზე დიდი სიახლე დიზაინერული პაკეტი Soul Ex გახდა. სიახლე მოიცავს 18 დიუმიან საბურავის დისკებს და სავარძლების ხელოვნური ტყავით გაფორმებას. გაიზარდა ფასიც: საბაზისო Soul 19 900 დოლარი ღირს, რაც ძველ ღირებულებაზე 100 დოლარით მეტია.
რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ Soul Ex-ს, რომელმაც დიზაინერის ახალი პაკეტი მიიღო, ფასი 24 290 დოლარამდეა გაზრდილი. ამას ემატება მიტანის ღირებულებაც – 1325 დოლარი.