LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „კიმბერლი ლოუსთან ერთად მოვფრინავთ. გამოველაპარაკე – ვისაუბრეთ…ავუხსენით, რომ რეჟიმი არანაირად არაა კონსერვატორი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

280
2025-01-23_00-37-51_184383

კიმბერლი ლოუსთან ერთად მოვფრინავთ. გამოველაპარაკე – ვისაუბრეთ…ავუხსენით, რომ რეჟიმი არანაირად არაა კონსერვატორი, – აღნიშნულის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს გვიზიარებს.

„კიმბერლი ლოუსთან ერთად მოვფრინავთ.
გამოველაპარაკე – ვისაუბრეთ.

ავუხსენით რომ რეჟიმი არანაირად არაა კონსერვატორი – პროგრესივ სოციალისტების ჯგუფში იყვნენ მრავალი წელი, სანამ გამოაგდებდნენ უსაქციელობის გამო.

ისიც ვუთხარით, რომ რეჟიმი პუტინის შნირი ჰიპოკრიტების ბანდაა, რომლებიც კიმბერლისნაირ გულანთებულ კონსერვატორებს ინსტრუმენტალიზაციას უკეთებს
მოვუყევით, რომ რეჟიმი პატივს არ სცემს ადამიანის თავისუფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციას და ციხეში ყრის გაუსამართლებელ ხალხს.

ისიც ავუხსენით რომ რეჟიმი მისით მანიპულირებს და მისი რეპუტაცია შელახა.
ტელეფონებიც გავცვალეთ.

(ისიც იცის რომ არცერთი წინასაინაგურაციო რესპუბლიკური წვეულება არ გაგვიმაზავს და ტრამპის გარემოცვასთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g