LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა, რეანიმაციაში გატარებული 20 დღის შემდეგ, შვილი პირველად ნახა

343
page

ჰასანი სამი კვირის წინ დაიბადა და დედა პირველად მხოლოდ ახლა ნახა. ბარსელონას Del Mar–ის საავადმყოფოში მოთავსებული შამაილა ოჯახს მედიკოსთა დახმარებით შეხვდა. ექთნებმა ქალი ქუჩაში გამოიყვანეს და შვილის ნახვის საშუალება მისცეს.

შამაილა 20 დღის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული და როგორც კი თვალი გაახილა, პირველი რაც ნახა ეს თავისი საყვარელი ოჯახი იყო.

ინფიცირებულთა ოჯახებს საავადმყოფოში შესვლის უფლებას არ აძლევენ, ამიტომ მედიკოსებმა ყველაზე თბილი შეხვედრის ორგანიზება თავისი ძალებით გადაწყვიტეს. ამ ტექნიკას ექიმები ხშირად მიმართავენ და თვლიან, რომ ასეთი შეხვედრები აუმჯობესებს განწყობას და პაციენტის ემოციურ თუ ფიზიკურ გამოჯანმრთელებას აჩქარებს. შამაილასა და პატარა ჰასანის პირველი შეხვედრა კი იმდენად ემოციური იყო, რომ ექიმებს ცრემლების შეკავება გაუჭირდათ.

შამაილა საავადმყოფოში 4 იანვარს კორონავირუსის გართულებული ფორმით გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ ექიმმა საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ორგანიზმს მკურნალობა სჭირდებოდა, რა დროსაც შესაძლოა ბავშვი დაზიანებულყო.

თუმცა, შამაილას თავისი მეხუთე შვილი ჰასანი არასდროს უნახავს. მშობიარობის შემდეგ ქალი პირდაპირ რეანიმაციაში გადაიყვანეს. შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა და პაციენტის ნახვის უფლებას აღარავის აძლევდნენ. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ქალს ბავშვის ფოტოები აჩვენეს და ვიდეო–ზარის უფლებაც მისცეს.

საბოლოო ჯამში კი სანაპიროსთან შეხვედრაც დაიგეგმა. ქალი საკაცით წაიყვანეს და დედის ამ მდგომარეობაში ნახვამ ბავში თავიდან შეაშინა. დედა ძალიან დაღლილად გამოიყურებოდა, კოვიდმა მის ორგანიზმს დიდი სტრესი მიაყენა, თუმცა ბავშვის ხილვამ ის მომენტალურად ენერგიული გახადა.

აღსანიშნავია, რომ პაციენტთა ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამა ოჯახის წევრებთან მსგავსი შეხვედრების გარდა ასევე პროფესიონალთა მხარდაჭერას, მუსიკის თერაპიას და ცხოველთა ვიზიტებს მოიცავს. ოჯახებთან შესახვედრად კი როგორც წესი, სანაპიროს ირჩევენ რადგან ზღვის ენერგეტიკა ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

38 წლის შამილა ბანგლადეშიდანაა და ის უკვე 9 წელია რაც ესპანეთში ცხოვრობს. ქალის მდგომარეობა ამჟმად სტაბილურია და როგორც ექიმები ვარაუდობენ, 1–2 კვირაში ის სახლში წასვლას შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g