LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „კურიერი პ.ს.“-ის წამყვანი ავთო გვასალია აქციაზე დაშავდა: „წყლის ჭავლმა რამდენიმე მეტრი მათრია, წიწაკის სპრეიმ ხელი დამიწვა, ცრემლსადენმა გაზმა თვალები ამომიწვა…“

193
ავთო გვასალია

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და „კურიერი პ.ს.“-ის წამყვანი, ავთო გვასალია აქვეყნებს ფოტოს აქციიდან, სადაც დაშავდა და წერს, რომ ცრემლსადენმა გაზმა თვალები ამოუწვა:

„წყლის ჭავლმა რამდენიმე მეტრი მათრია, წიწაკის სპრეიმ ხელი დამიწვა, ცრემლსადენმა გაზმა თვალები ამომიწვა.

მადლობა აქციის მონაწილეებს, რომლებიც დამეხმარნენ. სახეზე ვერც ერთს ვხედავდი, მაგრამ ასე უვლიდნენ ყველას ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი იყო @ana cino ✊

მადლობა სასწრაფოს ექიმებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ დაშავებულების დასახმარებლად…“

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

mazda magti 5g