ყოველი წლის აპრილი-მაისის თვეში კვიპროსში მდებარე ულამაზესი სოფლის, აგროსის გარშემო ათასობით ვარდი ყვავის. ამ მიდამოებში გაზაფხული განსაკუთრებით ლამაზია, ყვავის ვარდისფერი ვარდი, რომლის ფოთლებსაც შემდეგ ვარდის წყლის დასამზადებლად იყენებენ.
აგროსში 11 და 12 აპრილს, ასევე 18 და 19 მაისს ვარდების ფესტივალი იმართება, რომელზე დასასწრებადაც მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. ფესტივალის შესახებ trio-experiences წერს.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ საოცარ სურნელებაში დაისვენონ, ასევე მოინახულონ ლიმასოლში მდებარე ქარხანა Tsolakis, სადაც ვარდების შეგროვებითა და გადამუშავებით არიან დაკავებული.
ამ ქარხანაში აწარმოებენ კოსმეტიკას, კბილის პასტას, არომატულ სანთლებს, ვარდის წვენს, ჩაის, მურაბას და ვარდის შოკოლადსაც კი.