LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini-ს სტილში შესრულებული ულამაზესი ვილები

117
lamrgnvila

კომპანია Lamborghini-მ უძრავი ქონების სფეროში პირველი პროექტი წარმატებით დაასრულა. იტალიელმა მწარმოებელმა დუბაის დახურულ კომპლექსში 40 ვილა გაყიდა, თანაც პროექტის დასრულება მხოლოდ 2026 წლისთვის იგეგმება. სახლი, რომელიც 6 საძინებელს და აუზს მოიცავს, Lamborghini-ს სუპერქარების დიზაინის შთაგონებით შეიქმნა და დუბაის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს.

სახლი მოიცავს ასევე კაბინეტს, ორ ავტომობილზე გათვლილ ავტოფარეხს, დიდ მისაღებს და მსახურთათვის განკუთვნილ შენობას. სახლს Lamborghini თავისივე ავეჯით გამოაწყობს, თუმცა ავეჯს თითოეული მფლობელი ინდივიდუალურად შეარჩევს.

საცხოვრებლის ფართობი 749-დან 853 კვადრატულ მეტრამდე იქნება. მფლობელებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ გოლფის მოედნით, აუზით, ფიტნეს დარბაზით, მაღაზიებით, სავაჭრო ცენტრით, პიკნიკის ზონებით და ასევე დატკბნენ დუბაის ულამაზესი ხედებით.

„ლამბოს“ სახლის ფასი 40 ათასი დოლარიდან იწყება, თუმცა მთელი კომპლექსი უკვე გაყიდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები