ქართველ მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძეს ორი შვილი ჰყავთ. მეორე შვილი ვატო, ერთი წლის წინ, რვა ოქტომბერს საფრანგეთში დაიბადა.
მოდელი ანა შელია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ვატო 1 წლის, წერს ანა შელია.
ანა შელიამ და ლაშა ლომიძემ 2019 იქორწინეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-8 ნომრისა და ცნობილი მოდელის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლიდა. სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლის ასაკში დაიწყო.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 13 ნოემბერს, საფრანგეთში შეეძინათ. გოგონას ელი დაარქვეს.