LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ლეოსთან კოცნა სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ეს ყველას ჰგონია, ეს იყო ნამდვილი კოშმარი“ – ქეით უინსლეტი გამოცემა  Variety-ის სტუმარია

177
page

ქეით უინსლეტი გამოცემა  Variety-ის სტუმარია. ინტერვიუში მსახიობმა უამრავ თემაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიხსენა საკულტო ფილმი „ტიტანიკი“, რომელმაც მას და მის სასცენო პარტნიორსა და ახლო მეგობარს, ლეონარდო დიკაპრიოს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

„ლეოსთან კოცნა სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ეს ყველას ჰგონია, ეს იყო ნამდვილი კოშმარი. ჩვენ ორივეს სახეზე ბევრი მაკიაჟი გვესვა და კოცნის დროს ის გამუდმებით ფუჭდებოდა. უამრავი დუბლის გადაღება დაგვჭირდა, ყოველ წამს ვამოწმებდი, მწყობრში გვქონდა თუ არა ორივეს გრიმი. ბოლოს ლეოს მთელი მაკიაჟი ჩემს სახეზე აღმოჩნდა. ისე გამოვიყურებოდი, თითქოს კარამელი წამისვა ვინმემ სახეზე. მიუხედავად სირთულეებისა, ცხადია, კმაყოფილი ვარ შედეგით, სულაც არ მიკვირს, რომ მთელი მსოფლიოს გოგონები ლეოსთან კოცნაზე ოცნებობდნენ, ის ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდა“, – იხსენებს 48 წლის ქეითი.

„ჯილდოს ორად გაყოფა რომ შეიძლებოდეს, მეორე ნახევარს მიას მივცემდი“- ქეით უინსლეტმა 22 წლის ქალიშვილი გამოაჩინა

ქეით უინსლეტის სასწაული ფოტოსესია Hello-სთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები