ლონდონში BAFTA TV Awards გაიმართა. „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში ქეით უინსლეტმა გაიმარჯვა ფილმისთვის „მე – რუთი“.
წითელ ხალიჩაზე ქეითი ქალიშვილთან მიასთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე ერთნაირი სტილის „ლუქებში“ იყვნენ გამოწყობილნი. 47 წლის ქეითს შავი კაბა ამშვენებდა, 22 წლის მია ტრიპლტონს კი შავი კომბინეზონი, კრემისფერი სარტყელით.
„ჯილდოს ორად გაყოფა რომ შეიძლებოდეს, მეორე ნახევარს მიას მივცემდი, ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ“, – განაცხადა ქეითმა.
ცნობისთვის, უინსლეტი იმ მსახიობთა რიცხვშია, ვინც საკუთარ პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. მას არც თავის შვილებზე უყვარს საუბარი. მის ოჯახში კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავია. მია დამწყები მსახიობია, თუმცა მის მიერ შესრულებული როლების მიუხედავად, ბევრმა არ იცის, რომ ის „ტიტანიკის“ ვარსკვლავის ქალიშვილია.
ქეით უინსლეტის სასწაული ფოტოსესია Hello-სთვის