31 წლის ბრიტანელი მსახიობი ლილი ჯეიმსი დომინიკ ვესტთან ხანმოკლე რომანის გახმაურების შემდეგ პირველად გამოჩნდა. მსახიობმა ჯიმი ფელონის შოუში ონლაინ მიიღო მონაწილეობა და ახალ ფილმზე, „რებეკაზე“ ისაუბრა. ჯეიმსმა ასევე მიმოიხილა მიმდინარე პროექტები, სამაგიეროდ არაფერი უთქვამს დომინიკ ვესტის შესახებ, სავარაუდოდ კითხვები მსახიობთან წინასწარ იყო შეთანხმებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დომინიკ ვესტი და ლილი ჯეიმსი პაპარაცებმა რომში დააფიქსირეს. ამ სკანდალური ფოტოების შემდეგ, ვესტი ცოლთან დაბრუნდა და მას პატიება სთხოვა.