მაჭახელას ხეობაში განსხვავებული დიზაინის კოტეჯები დამსვენებლებს ელის. Woodhide – ასე ჰქვია კოტეჯებს, რომლებიც აჭარის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში მდებარეობს. კოტეჯებს ორიგინალური დიზაინი აქვს, ულამაზესი ბუნება აკრავს გარშემო და დასვენებისთვის კომფორტის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
Woodhide -ს შესახებ მომხმარებელს ინფორმაციას ვებგვერდი Pompok.com აწვდის. Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.