აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტისას საკმაოდ იაფფასიანი საათი ეკეთა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში ნოდო ჯაფარიძემ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, მაიკ პომპეოს 40 დოლარად შეფასებული საათი ქართველმა მაღალჩინოსნებმაც ნახონ, რომელთაც საკმაოდ ძვირად ღირებული საათები უკეთიათ ხოლმე.