მიმდინარე წელს, ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი საზოგადოებას გამოუტყდა, რომ ოჯახისთვის უკვე მზად არის და ის და მისი 32 წლის შეყვარებული ბრენდა სონგი შვილზე ოცნებობენ.
„ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ“ – მაკოლეი კალკინი და ბრენდა სონგი შვილის გაჩენას აპირებენ
ახლახანს ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, წყვილი შინაური ცხოველების გასასერნებლად გამოვიდა. თითქოს ამაში უცნაური არაფერი იყო, თუმცა, თუ ფოტოებს დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ 40 წლის მაკოლეი კატას საბავშვო ეტლით ასეირნებს, გვერდით კი ბრენდა მიყვება, რომელიც ძაღლთნ ერთად მისეირნობს.
ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა, საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებულია წყვილის ცხოველების მიმართ დამოკიდებულებით.