რობერტ მანჩინიმ ანტიპრემია „ოქროს ტაპირი” მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლის გამო.
მოგეხსენებათ, პლეი-ოფის შეხვედრაში იტალიის ნაკრები შინ ჩრდ მაკედონიასთან წააგო 0:1.
„ოქროს ტაპირი“ – იტალიელი ტელევიზიების სახუმარო ჯილდოა, რომელსაც ფეხბურთში ხმაურიანი ჩავარდნებისთვის გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ 57 წლის სპეციალისტმა „ოქროს ტაპირი“ პირადად ჩაიბარა (კარიერაში უკვე მერვედ).
ამასთან, ჯილდოს გიგანტური ვერსია სპეციალურად ამ შემთხვევისთვის პირველად დაამზადეს.