30 წლის მარგო რობი „პარიზის მოდის კვირეულზე“ იმყოფება. სულ ცოტა ხნის წინ ფოტოები გავრცელდა, მსახიობმა „შანელის“ ვირტუალურ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მან გაზაფხული/ზაფხულის ტანისამოსი მოირგო და საზოგადოების მხრიდან დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
რობი შავ-თეთრ პიჯაკში, შავ შორტსა და ამავე ფერის კლასიკურ ფეხსაცმელში იყო წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ზაფხულში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მალე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-6 ნაწილის გადაღებებს დაიწყებენ, მთავარ როლში კი მარგო რობი მოგევლინება. ფილმის გამოსვლის სავარაუდო დრო ჯერჯერობით უცნობია.