LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მარჯანიშვილის თეატრში ნანი ჩიქვინიძის ვარსკვლავი გაიხსნა

299
BeFunky-collage - 2023-05-21T234541.490

მარჯანიშვილის თეატრში ნანი ჩიქვინიძის ვარსკვლავი გაიხსნა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, 20 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რონალდ ჰარვუდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „თეატრის მსახური” – პრემიერა გაიმართა.

„სპექტაკლს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძეა. პიესის მიხედვით, მოქმედება ომის დროინდელ თეატრში ვითარდება. ეს არის ამბავი მსახიობებსა და მაყურებელზე, რომლებიც ურთულეს პერიოდში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ ტოვებენ თეატრს. პროფესიის ერთგულნი თავგანწირვით გამოხატავენ პროტესტს დაუნდობელი ომის მიმართ და სანამ მათი მეგობრები და კოლეგები ფრონტის ხაზზე იღუპებიან, თავდადებით იცავენ მთავარს, ხელოვნებას, რომლის გარეშეც მათთვის ცხოვრება არ არსებობს.

ან ორმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობენ მარჯანიშვილის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები: ნიკოლოზ თავაძე, ბესო ბარათაშვილი, ეკა ნიჟარაძე, ნანი ჩიქვინიძე, თეონა ქოქრაშვილი, ზაზა სალაია, თემურ ქამხაძე, ნინო წულაძე და ნოდარ დოღონაძე.

საპრემიერო საღამო განსაკუთრებით გამორჩეული იყო ნანი ჩიქვინიძისათვის: საქართველოს დამსახურებულ არტისტს სპექტაკლის დასრულების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას კახა სიხარულიძე, მსახიობის კოლეგები და ახლობლები ესწრებოდნენ.

ნანი ჩიქვინიძე 1971 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. მან ბავშვობიდანვე შეაყვარა თავი მაყურებელს თავისი კინოროლებით. ხოლო მოგვიანებით, გამორჩეული სცენური სახეები შექმნა მედეა კუჭუხიძისა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში. მონაწილეობდა მარჯანიშვილის თეატრის დადგმებში:

„პროვინციული ამბავი” (ზიზი), „ჯაყოს ხიზნები” (მარგო), „სეილების პროცესი” (ელიზაბეტი), „მეფე ლირი” (რიგანი), „სასიყვარულო ბარათები” (მელისა), მშვენიერი კვირა დღე” (დოთი), „ანა კარენინა” (კიტი), „თავადის ასული მერი” (ვერა), „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე” (კოჰარუ), „ეთერიანი” (ეთერი), „ურიელ აკოსტა” (სპინოზა) და სხვ. კინოფილმებში: „მაგდანას ლურჯა” (კატო), „სხვისი შვილები” (ლია), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ {რომანის „ნუ გეშინია, დედა!“ ეკრანიზაცია} (დედა), „თამუნია” (თამუნია) და სხვ. სატელევიზიო სპექტაკლებში: „კუკარაჩა” (დედა), „მარადისობის კანონი” (დედა), „ჩვენებურები” (ზენარი) და სხვ.”, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g