Mercedes-Benz და ტანსაცმლის ბრენდი Moncler ლიმიტირებულ G-Class-ს გამოუშვებენ. სპეციალურ ღონისძიებაზე The City of Genius, რომელიც შანხაიში ჩატარდა, ორმა კომპანიამ საერთო პროექტი წარადგინა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასევე მუსიკალური პროდიუსერი და დიზაინერი Nigo.
90-იანი წლების ვინტაჟური G-Class შეაკეთეს, უჩვეულო დეკორი დაუმატეს და Moncler-ის ცნობილი ქურთუკების სტილში გააფორმეს.
სერიულ ვარიანტს, შეზღუდული 20 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოუშვებენ და ის კონცეპტისგან განსხვავებული იქნება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ სიახლეს აქტუალური G-Class-ის ბაზაზე ააგებენ და ხელმისაწვდომი იქნება ბენზინის G 500 და დიზელის G 450 d ძრავებით.