LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Microsoft–ის დამაარსებლის მდიდრული იახტა 300 მილიონ დოლარად იყიდება

172
shipnewsjune

უზარმაზარი მეგა–იახტა რომელსაც „ოქტოპუსი“ ქვია, ერთ დროს პოლ ალენის საკუთრება იყო და მასზე დიდ დროს ბილ გეიტსი და ჯორჯ ლუკასი ატარებდნენ.

იახტა ამჟამად ესპანეთში, ქალაქ მალაგას პორტთანაა გაჩერებული და კიდევ ერთი თვე იქ იქნება.

ხომალდი 9,932 ტონას იწონის და 26 მგზავრზეა გათვლილი, თან 60 კაციანი მომსახურე პერსონალი ყავს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ იახტას – ორი ვერტმფრენი, 7 ნავი და პატარა წყალქვეშა გემიც მოყვება. ამ უკანასკნელს შეუძლია, რომ წყლის ქვეშ 8 ადამიანი ჩაიყვანოს და იქ 2 კვირამდე დრო გაატაროს.

იახტას ღამის კლუბი, კინოთეატრი, კალათბურთის მოედანი და ხმის ჩამწერი სტუდიაც აქვს. თანაც ამ სტუდიაში მიკ ჯაგერი მუშაობდა.

მინის აივანი, რამდენიმე აუზი, პატარა აკვა–პარკი და ბიბლიოთეკაც ასევე ბორტზე მდებარეობს.

ახალმა მფლობელმა უნდა გაითვალსიწინოს, რომ იახტის ოპერირებას წელიწადში 17 მილიონი დოლარი დასჭირდება, ამიტომ მის შესაძენად 300 მილიონი საკმარისი არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g