ულამაზესი გოგონა, სამი შვილის დედა, ქეთი ჟღენტი ბიზნესმენ ბუბა ქებურიას რძალი გახლავთ. თორნიკე, იმავე თოშა ქებურიას მეუღლე, „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და გვიზიარებს იმ ჩაცმულობებს, რომლებითაც მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ ადგილს სტუმრობს.
ქეთი საკმაოდ თამამი და ტრენდული ჩაცმულობებით გამოირჩევა. ის მჭახე და ხასხასა ფერებს არ ერიდება. მის გარდერობში არის უამრავი ძვირად ღირებული ბრენდული ნივთი.
დავიწყოთ ამ შესანიშნავი წითელი ფერის კაბით, რომელიც კარგად უსვამს ხაზს ქეთის დახვეწილ სხეულს და მას ორი დღის წინ კანში ეცვა.
კიდევ ერთი ფოტოსესია კანიდან, სადაც ის მეგობართან ერთად პოზირებს – ამჯერად ტანზე მოტკეცილი კაბა სტაფილოსფერი ფერისაა…
გემოვნებიანი მწვანე ფერი – კიდევ ერთი ფავორიტი კაბა ქეთი ჟღენტის გარდერობიდან.