LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: MINI–ს ახალი მინივენი – ერთი კარი და მოძრავი საქარე მინა

241
urbanaut2011

საერთაშორისო კონფერენციის NexTGen–ის ფარგლებში, კომპანია MINI–მ ახალი შოუ–ქარი URbanaut წარადგინა. სიახლე წარმოადგენს უპილოტო მინივენს, რომელმაც ერთობ ფუტურისტული დიზაინი მიიღო. URbanaut–ს მხოლოდ ერთი კარი ექნება, მისი საქარე მინა კი ფანჯრის ფუნქციას შეასრულებს და სურვილის შემთხვევაში უბრალოდ აიკეცება. მინივენის სალონის გამოყენება – დასასვენებლად თუ სასიამოვნო დროის გასატარებლად იქნება შესაძლებელი.

Urbanaut კარგად ასახავს, თუ როგორი ევოლუვია განიცადა „მინის“ დიზაინმა. მაგალითად, ფარები რომელთა შემჩნევაც მხოლოდ ანთებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი. თანაც ნათება მუდმივად იცვლება და ავტოპილოტის აქტივაციის შემდეგ სრულად განსხვავებული გრაფიკა გამოისახება.

სიახლის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი – გამჭირვალე, მანათობელი საბურავებია. საბურავები სახეს მართვის რეჟიმის მიხედვით იცვლიან.

„მინის“ ახალი მინივენი სინამდვილეში ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, რომელიც სერიული სავარაუდოდ ვერასდროს გახდება. მას მხოლოდ შოუ–ქარის ფუნქცია ექნება, ამიტომ უცნაური მინივენის შეძენას ვერავინ შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g