გასაყიდად გამოჩნდა მსოფლიოში უნიკალური სუპერქარი Ferrari F40, რომელიც V12 ძრავითაა აღჭურვილი. უნიკალური მანქანის გაყიდვით აუქციონის სახლი Iconic Auctioneers არის დაკავებული. მოდელი სტანდარტული F40-ის ბაზაზეა აგებული და კომპანია მას კრაშ-ტესტებისთვის იყენებდა.
ინჟინრებმა 2,9 ლიტრის V8 აგრეგატი 5,5 ლიტრის V12 ძრავით ჩაანაცვლეს. აგრეგატის ცვლილების დამსახურებით მოდელის სიმძლავრე 478-დან 550 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ამასთან, სუპერქარმა შემსუბუქებული ძარა და უსაფრთხოების კარკასიც მიიღო.
სუპერქარის საწყისი ღირებულება 700 000 დოლარი იქნება.