ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, 200 მეტრში, მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort შენდება.
სასტუმროს ასაშენებლად ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა 32 ნომერს, საცურაო აუზს, ბარებსა და რესტორნებს აერთიანებს. Alaverdi Resort-ის პროექტის ავტორი არქიტექტორი ზვიად სურგულაძეა.
ფოტოებს „თელავის სიახლეები“ ავრცელებს.