ახალი თაობის Porsche 911–ის პრემიერიდან ნახევარი წელიც არ გასულა და გერმანელებმა უკვე მთელი სერიული ხაზის წარმოება დაიწყეს. გასულ ზამთარში ბრენდმა საბაზისო კუპე წარადგინა, ამჟამად კი სრულიად ახალი Targe–ს ანუ კაბრიოლეტის დრო მოვიდა. კუპე, რომელსაც სახურავი რამდენიმე წამში ეხსნება – „პორშემ“ ნახევარი საუკუნის წინ გამოიგონა.
Targa–ს პრემიერა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, პეკინის ავტოსალონზე უნდა შემდგარიყო, თუმცა პანდემიის გამო ღონისძიება არ შედგა. საშიშმა ვირუსმა „გეგმა B“ და „გეგმა C“–ც ჩაშალა. კარანტინის გამო პრეზენტაცია ვერც „პორშეს“ ტენისის ტურნირზე და ვერც სახელობით მუზეუმში ვერ გაიმართა.
ონლაინ–პრეზენტაციას კი ვერანაირი ვირუსი ვერ შეუშლიდა ხელს, ასე რომ პრემიერა დისტანციურად შედგა.