13 წლიანი მეურვეობის შემდეგ 39 წლის ბრიტნი სპირსი განთავისუფლდა. პოპ-ვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ შეყვარებულზე, პირად ტრენერზე, 27 წლის სემ ასგარიზე გათხოვება და მისგან შვილის გაჩენა სურდა, თუმცა მამა ამის უფლებას არ აძლევდა. ახლა კი ბრიტნის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება უკვე დამოუკიდებლად შეუძლია.
სულ ცოტა ხნის წინ სემ ასგარი Cartier-ის საიუველირო მაღაზიაში გადაიღეს, ის ნიშნობის ბეჭდებს ათვალიერებდა და როგორც ინსაიდერი აცხადებს, სასურველი ბეჭედი შეიძინა კიდეც. ასე რომ სავარაუდოდ, სულ მალე პოპ-პრინცესა მესამეჯერ გათხოვდება.
ბრიტნი სპირსის მამა შვილის მეურვეობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვს