რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ 13 წლიანი მეურვეობის შემდეგ 39 წლის ბრიტნი სპირსი თავისუფალია, არტისტის მამა შვილის მეურვეობას ჩამოშორდა.
თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბრიტნი სპირსის ადვოკატების განცხადებით, ჯეიმი სპირსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოშორდება ქალიშვილის მეურვეობას, თუკი მას 2 მილიონ დოლარს გადაუხდიან.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ბრიტნი თავისუფლებისთვის 2 მილიონ დოლარი გადაიხადოს, თუმცა, ინსაიდერების ვარაუდით პოპ-ვარსკვლავი წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმდება.