13 წლიანი მეურვეობის შემდეგ 39 წლის ბრიტნი სპირსი თავისუფალია, არტისტის მამა შვილის მეურვეობას ჩამოშორდა. ამის შემდეგ ბრიტნი „ინსტაგრამ“ გამომწერებს არაერთ ისტორიას უყვება.
ფოტო: მამის მეურვეობისგან განთავისუფლებული ბრიტნი სპირსი გაშიშვლდა – ნახეთ რას წერს ვარსკვლავი
სულ ცოტა ხნის წინ მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ძველ დროს იხსენებს, როდესაც ჯერ კიდევ კონცერტებს მართავდა. მაშინ ბრიტნი ლას-ვეგასში ცხოვრობდა. მისი განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ის ქუჩაში მხოლოდ ორჯერ გავიდა.
„იმ დროზე ვფიქრობ, როდესაც კონცერტებს ვმართავდი, მე ლას-ვეგასში 4 წლის განმავლობაში ქუჩაში მხოლოდ ორჯერ გავედი და ეს სამწუხაროდ სიმართლეა“, – აცხადებს ვარსკვლავი.
ვიდეოში მას სხეულზე მომდგარი თეთრი კაბა ეცვა. აღსანიშნავია, რომ ბრიტნი წონაში საგრძნობლადაა მომატებული.