ნინო სურგულაძე ულამაზეს ბებიას, ელენეს იხსენებს, რომელიც მისი მამის დედა გახლდათ:
„ელენე ბებო ძალიან მიყვარდა. 1937-ში მეუღლე დაუხვრიტეს… მამა მარტომ გაზარდა სამი წლიდან… ექიმი იყო, თანაც კარგი… უშიშარი ქალბატონი. ცხენზე ჯირითობდა… და ასე დადიოდა პაციენტებთან პატარა მამასთან ერთად.
არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია…
ამ სურათში სულ ახალგაზრდაა, გიმნაზიაში. წინ რთული და ხანგრძლივი გზა ელოდა. ბებია 94 წლის გარდაიცვალა.
მოვეფეროთ ბებიებს, სანამ ჩვენ გვერდით არიან. დიდი სიყვარულისა და ძალის მატარებლები“.