დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებას ხელისუფლების სრული შემადგენლობა დაესწრო. მათ შორის, რასაკვირველია, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერი თავის ოჯახთან, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან და შვილებთან ერთად დაესწრო ღონისძიებას.
ფოტო: ანუკი არეშიძე თეთრ პიჯაკსა და შარვალში შეუდარებლად გამოიყურება
საქართველოს პრემიერის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა აღლუმზე დასასწრებად მოკრძალებული, მკაცრი და საქმიანი ჩაცმულობა შეარჩია. მან არჩევანი შავ და მწვანე ფერებზე შეაჩერა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შავი ფართოტოტიანი შარვალი და შავი ზედა შეუხამა, ხოლო ანსამბლი მწვანე გრძელი პიჯაკით დაასრულა.