LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ოკუპირებულ ცხინვალს ეჭვი აქვს, რომ ლუგარის ლაბორატორია დაავადებებს ავრცელებს: სამხრეთ ოსეთში მდინარეებს ამოწმებენ

277
fgngfn

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდინარეებიდან წყლის სინჯები აიღეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნეს. ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა “რეს” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მხრიდან პროვოკაციულ ქმედებას ქონდა ადგილი, როდესაც დე-ფაქტო ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე, კონკრეტულად, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონში ორი საფრენი აპარატი გაუშვეს, რითიც მათივე შეფასებით, საჰაერო სივრცე “დაარღვიეს”. აღნიშნული ფაქტის შემდეგ გადაწყდა მდინარეების ბიოლოგიური სინჯების აღება და ლაბორატორიული შემოწმება.

ოკუპირებული ცხინვალის “კგბ”-ს მტკიცებით, ოფიციალური თბილისი სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას ცდილობს. დე-ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

magti 5g