LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ოქროს“ Aston Martin Valkurie-ს აუქციონზე გაყიდიან

112
ოქროს“ Aston Martin Valkurie-ს აუქციონზე გაყიდიან

გასაყიდად უნიკალური Aston Martin Valkyrie გამოიტანეს, მოდელი რომელიც 24 კარატიანი ოქროს დეკორითაა გაფორმებული. უნიკალური სუპერ ჰიბრიდის შეძენა Joe Macari Performance Cars-ის სადილერო ცენტრშია შესაძლებელი. ბრიტანულმა ბრენდმა მთლიანობაში მოდელის 150 საგზაო ვერსია გამოუშვა და თითოეულის ფასი 3 მილიონი დოლარია. თუმცა, „ოქროს“ გაფორმება მხოლოდ ერთმა ავტომობილმა მიიღო. ძარის და ექსტერიერის ასეთი დეკორი მყიდველს 630 ათასი დოლარი დაუჯდა.

Valkyrie მოძრაობაში 6,5 ლიტრის ატმოსფერულ V12 ძრავას მოჰყავს, რომელიც ელექტრონულ ძრავასთან ტანდემში მუშაობს. ჰიბრიდული სისტემის საერთო სიმძლავრე 1155 ცხენის ძალაა. „ასამდე“ ჰიპერქარი 2,6 წამში ხურდება. გაყიდვების დაწყების მომენტიდან თითოეული Aston Martin Valkyrie-ის ფასი 3 მილიონი დოლარი იყო. თუმცა, ამჟამად რა თანხად შეაფასებს დილერი „ოქროს“ სუპერ ჰიბრიდს, რთული სათქმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები