LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ორი წლის Ford GT ახალზე 2,5–ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა

110
fordgt2011

აუქციონის სახლმა Barrett-Jackson ორი წლის სუპერქარი Ford  GT ახალ მოდელზე 2,5–ჯერ უფრო ძვირად გაყიდა. 2018 წლის კუპე, რომლის გარბენიც 1372 კილომეტრია, 1,21 მილიონ დოლარად შეფასდა, როცა ორი წლის წინ მისი ფასი მხოლოდ 450 ათასი დოლარი იყო.

მაშინ როცა Ford–ის ახალი სუპერქარი ბაზარზე გამოვიდა, მის წარმატებაში ავტომოყვარულებს დიდი ეჭვი ეპარებოდათ. თუმცა, ტირაჟი მხოლოდ 24 ეგზემპლარისგან შედგებოდა, ამიტომ მისი ამოყიდვა რთული არ ყოფილა. თან როგორც აღმოჩნდა, ლიმიტირებული სპორტქარის შეძენა მშვენიერი ინვესტიცია ყოფილა. მაგალითად, 2018 წლის მუქი ნაცრისფერი კუპეს  ფასი 2 წელში 600 ათასი დოლარით გაიზარდა.

ორი წლის განმავლობაში სუპერქარს პრაქტიკულად არ იყენებდნენ, რადგან მისმა გარბენი მხოლოდ 1372 კილომეტრი თუა. Ford GT–ს კაპოტის ქვეშ სტანდარტული 3,5 ლიტრის მოცულობის 656 ძალის ტურბოძრავი V6–ია განთავსებული.

Ford GT–ში ფულის ჩადება რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა ამას სხვა აუქციონებიც ადასტურებს. მაგალითად 2019 წელს ანალოგიურმა ორკარიანმა სუპერქარმა ახალი მფლობელი 1,5 მილიონ დოლარად იპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები