გასული კვირის ბოლოს, ჯენიფერ ლოპესი სპეციალურად ჩაფრინდა ლოს-ანჯელესში, რათა „მადლიერების დღე“ ბენ აფლეკთან ერთად გაეტარებინა. ზოგადად, ბოლო პერიოდში, 52 წლის ჯეი ლოს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს. ის ახლა ფილმში „დედა“ იღებს მონაწილეობას, თუმცა, მკაცრად გაწერილ გრაფიკში ადგილი გულისწორისთვის მუდამ მოიძებნება.
წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დღესასწაულის მეორე დღეს გადაიღეს. ისინი ხელჩაკიდებულები, ხმისჩამწერი სტუდიისკენ მიემართებოდნენ. ბენი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ მკაცრი მზერით მოხვდა. ფაქტია, ბოლო პერიოდში წყვილს რეპორტიორების გადამეტებული ყურადღება აღარ სიამოვნებს.