Rolls-Royce რომ ნამდვილად გამორჩეულ ავტომობილებს ქმნის ეს ფაქტია, თუმცა მწარმოებლისთვის ეს საკმარისი არ არის და სპეციალური დანაყოფი Bespoke ისედაც მაგარ მანქანებს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს.
ცოტა ხნის წინ მორიგი პროექტი – Phantom Orchid წარადგინეს. მოდით უკეთ გავიცნოთ ეს სიახლე და თან 2021 წლის ყველაზე საინტერესო ქმნილებებსაც გადავავლოთ თვალი.
ინჟინრებმა, დიზაინერებმა და ტექნიკოსებმა დამკვეთთა ყველაზე თამამი მოთხოვნები გააცოცხლეს და ლეგენდარული ბრენდის პერსონალიზაცია სულ სხვა დონეზე აიყვანეს.
თანაც, გასულ წელს Bespoke-ს რეკორდული რაოდენობის პროექტები ჰქონდა.