LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „პლუს საიზ“ მოდელი, „მისს ალაბამას“ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა

213
„პლუს საიზ“ მოდელი, „მისს ალაბამას“ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა

„პლუს საიზ“ მოდელი სარა მილიკენი აშშ-ს შტატში, ალაბამაში გამართული სილამაზის კონკურსის, „მისს ალაბამას“ გამარჯვებული გახდა.

23 წლის მოდელის გამარჯვებას მალევე მოჰყვა უდიდესის კრიტიკა სოციალურ ქსელებში. გამომწერები წერენ, რომ ამით სარა სილამაზის სტანდარტებს არღვევს და ალაბამას შტატის იმიჯს აზიანებს. არსებობენ ისეთებიც, ვინც პირიქით, მხარს უჭერს გამარჯვებულის კანდიდატურას.

თავად სარა მილიკენმა მის მიმართ აგორებულ კამპანიას ბინძური უწოდა და თქვა, რომ შეეცდება, ამას ყურადღება არ მიაქციოს. გოგონა ამბობს, რომ ამ ოცნებისკენ ის რვა წლის მანძილზე მიისწრაფოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები