LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche მზადაა ავტომობილი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ფერში შეღებოს, იქნება ეს ფრჩხილის ლაქის თუ ჩანთის ფერი

69
porsche

კომპანია Porsche-მ შემოიღო ორი ახალი ოფცია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ძარის  ფერის არჩევის საშუალებას აძლევს. პირველი გულისხმობს საკმაოდ მრავალფეროვან პალიტრას – 160 ვარიაციით, მეორე კი ფერის ინდივიდუალურ შერჩევას, რადგან ბოლო პერიოდში ასეთი შეკვეთების რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი.

ასეთი შეთავაზების გაკეთება ბრენდმა საღებავის დამზადების ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით შეძლო. ინოვაციური აპარატი საღებავს მილიგრამების სიზუსტით ურევს, შემდეგ შაბლონებს ღებავენ და მათ ავტომობილის შეფერილობის მისაღებად იყენებენ.

ვიზუალის ვარიაციების რაოდენობა მოდელის სახეობასა და ავტომობილის წარმოების ადგილზეა დამოკიდებული. მაგალითად, სპორტქარი 911 და 718 ასობით ფერშია ხელმისაწვდომი. თუმცა, მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ოფციის დამატებით ავტომობილის ლოდინის დრო 3 თვით გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g