80 წლის ავსტრიელმა ჯონ ოტოკარიმ Posrche Boxster Spyder შეიძინა. ახალი როდსტერი გახდა მე–80 მოდელი, რომელიც პენსიონერმა თავისი ცხოვრების განმავლობაში იყიდა. კოლექციის შესანახად მამაკაცმა ცალკე შენობაც კი ააშენა, სადაც სპორტქარების გარდა ბრენდის სამახსოვრო ნივთებსაც საგულდაგულოდ ინახავს.
პირველი სპორტქარი, რომელიც ჯონმა შეიძინა, ყვითელი ფერის Porsche 991 E იყო. მას შემდეგ ავსტრიელი თავის კოლექციას მრავალი წლის განმავლობაში ამდიდრებდა. მთლიანობაში მან 80 გერმანული სპორტქარის ყიდვა მოასწრო და თითოეულ ეგზემპლარს მთელი გულით უფრთხილდებოდა.
ამჟამად უნიკალური კოლექცია 38 სპორტქარს მოიცავს და მაშ შორის მართლაც გამორჩეული ავტომობილებია თავმოყრილი.
ბოლო შენაძენი პენსიონერმა თავის 80 წლის იუბილეს დაამთხვია. Porsche Boxster 3,8 ლიტრის მოცულობის V6 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატი 6–საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად სპორტქარს 4,5 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ–ია.