„პრაიმშოუს“ თანაწამყვანი ნინი ბადურაშვილის ნაცვლად ეკო ფანგანი იქნება.
ოფიციალური ფოტო გადაცემის სოციალურ გვერდზე გავრცელდა.
საზოგადოება ეკო ფანგანს წარმატებას უსურვებს: „წარმატებები ეკო, ულამაზესი ხარ“.
აღსანიშნავია, რომ ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანიიდან წამოსვლის შესახებ „ფორტუნას“ ესაუბრა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მის გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ აქვს და ეს მისი პირადია.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემი დიდი თხოვნაა, რომ „პრაიმშოუდან“ ჩემს წამოსვლას პოლიტიკურ სარჩულს ნუ მივცემთ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა „იმედს“, რომ ამდენ ხანს ვიმეგობრეთ და ვითანამშრომლეთ“.